სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშრებით მეგობრის სტატუსით მიმართა. მოსაზრებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა, აღნიშნულია ნეიტრალური მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მნიშვნელობა.
„მსგავსი ტიპის შემთხვევებში, როგორც წესი მტკიცებულებები ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას. აქ არ არის პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულებები, მაგალითად სამხრე კამერების ჩანაწერები ან სხვა მესამე პირების მიერ მიცემული ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რომ ნამდვილად ჰქონდა სავარაუდოდ, ხულიგნობას თუ სხვა ტიპის დარღვევას ადგილი. მივმართავთ სასამართლოს რეკომენდაციით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ადმინისტრაციული დავა, ისარგებლოს მაღალი სტანდარტით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






