სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, იგი სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ისლამური სახელმწიფოს თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ადგილობრივები ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უნდობლობას უცხადებენ და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვენ:
„მათთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ გაასაჯაროვა, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტები არ ადასტურებს ამ პირის ჩართულობას და მონაწილეობას დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ან მის დახმარებას. ამიტომ, განსაკუთრებით გვთხოვენ ჩვენ, სახალხო დამცველის ოფისს, რომ მოვითხოვოთ ამ ფაქტის ეფექტური გამოძიება, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში გუშინ იმყოფებოდა, იგი გარდაცვლილი თემირლამ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსაც შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






