"ზოგჯერ მგონია რომ უკვე გარდავიცვალე, ცივ და უსახურ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს..."
საზოგადოება - 16:23, 16 Jan, 2018     2456

ამ საშინელ სოროში, მიწის იატაკზე, ნახევრად ჩამოშლილ კედლებში ერთი ძალიან კარგი ადამანი ცხოვრობს... მაგრამ მის არსებობას ცხოვრება მხოლოდ პირობითად შეიძლება რომ ეწოდოს.

აქ არც აბაზანაა, არც სამზარეულო და რაც ყველაზე საშინელია ოთახს ერთი ფანჯარაც არ აქვს. გათენებას და დაღამებას მხოლოდ ვარაუდით ხვდება, მის ცივ და უსახურ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს... შეიძლება ითქვას, რომ ბატონი შოთა ცოცხლადაა დამარხული...

ფიქრობთ, რომ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება და მარტოობა ეს ერთადერთია, რაც ადამიანს შეიძლება სიბერეში დაემართოს? მუდმივი სიცივისგან, შიმშილისგან და აუტანელი ყოფისგან შოთა ნახევარი წელია, რაც საწოლიდან ვერ დგება...

მიზერული პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნის. კომუნალურებს ვერ იხდის, და ამიტომ მბჟუტავ ნათურას მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც სრულ სიბნელეში მას ეჭვი ეპარება ჯერ კიდევ ცოცხალია თუ უკვე გარდაიცვალა...

შოთასთვის თითოეული ჩვენგანის დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. წარმოიდგინეთ რას გრძნობს იგი, დიდ ქალაქში, სადაც არავის სჭირდება, ერთი ერთზე ავადმყოფობასთან, სიცივესა და შიმშილთან...

მაგრამ ყველაზე საშინელი იცით რა არის? ის, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი უამრავი მოხუცი ცხოვრობს. ჩერნოვეცკის ფონდი 600 მარტოხელა უმწეო მოხუცს უწევს დახმარებას, მაგრამ რამდენი გარდაიცვალა დახმარების მოლოდინში, გაფიქრებაც კი გვზარავს...

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება დაეხმაროთ ბატონ შოთას თბილი საბანი, ბალიშები, თეთრეული და პროდუქტები შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენი ფონდის ოფისში: თბილისი, გორგასლის მესამე შესახვევი N25. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა შოთაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/272-shotashvili/

ყოველი დახარჯული თეთრის ანგარიშს ჩაგაბარებთ და ყველა კეთილ ადამიანს დიდ მადლობას გადაგიხდით.

თანხა ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ ტერმინალებიდან

NOVATECHNOLOGY, TBCPAY და EXPRESSPAY.

ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42