აჩუქეთ მოხუცებს სითბო და სიკეთე! - მათ საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 15:11, 16 Jan, 2018     3113
მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა – სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც შვილებიც ჰყავთ, შვილიშვილებიც, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ატარებენ, მისტირიან წარსულს და გული უკვდებათ საკუთარი ყოფით დაუძლურებულთ – როგორც ქუჩაში მაწანწალა ფინიები, ისე შეჰყურებენ ხელში ადამიანებს და მოწყალების ელიან.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ბედის ანაბარად მიტოვებული, შეურაცხყოფილი, უსარგებლო მიგდებული, მივიწყებული მოხუცია ჩვენს გარშემო...

მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდის “შინ მოვლის” პროგრამას აღრიცხვაზე 600–ზე მეტი მარტოხელა ადამიანი ჰყავს, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვულნი, მრავალი დაავადებით და სულიერად დამძიმებულნი. 5 წელია, რაც ჩვენი თანამშრომლები ზრუნვენ ამ კატეგორიის ხალხზე, არ აკლებენ სითბოსა და ყურადღებას და არცაა გასაკვირი, რომ ისინი მათ მიერ ლამის მშობლიურ ადამიანებად აღიქმნებიან.

მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციართა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ხოლო იმისათვის, რომ სრულად მოვიცვათ, უფრო მეტი თანადგომა და დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, საჭიროა კეთილ ადამიანთა დახმარება, ისეთი ადამიანების თანადგომა, რომლებზეც იტყვიან – დიდი გულისა და კეთილი სულის პატრონი არისო!

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქველმოქმედს, რომ მზრუნველობაში აიყვანონ ერთ–ერთი ჩვენი ბენეფიციარი, რომელსაც არ ჰყავს შვილი თუ მომვლელი და რომლისთვისაც თქვენი თანადგომა სიცოცხლის გაგრძელების ტოლფასი იქნება! გვერწმუნეთ, თქვენ მათ მხსნელად მოევლინებით, რის გამოც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე ილოცებენ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე!

მეგობრებო, თქვენს შორის, შესაძლოა, არიან ისეთები, ვისაც გარდაცვლილი ჰყავს ბაბუა, ბებია, მამა, დედა…დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან გაკლიათ ისინი, გაკლიათ მათი სითბო, სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება. ალბათ, ყველაფერს გაიმეტებდით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გულში ჩაიკრათ ისინი და მათი ნაოჭიან თბილ ხელებს ეამბოროთ! არადა, რამდენი ბებია და ბაბუა არის მოკლებული ასეთ სიყვარულს?! გახდით მათთვის მშობლიური ადამიანი!

თვეში ერთხელ მათ სახელზე გადმორიცხული 50 ლარიც კი შეძლებს სასწაულის მოხდენას. მათ არც წამალი მოაკლდებათ, არც საკვები და არც ყურადღება.

მათ ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩერნოვეცკის ფონდის ვებ–გვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/projects/ishvile/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42