„ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“ - როგორ უვლის ბებიას მე-12 კლასელი ბიჭი
საზოგადოება - 17:16, 16 Jan, 2018     3062
უკვე რამდენიმე წელია, რაც მას დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია...

ეს ქალბატონი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული მსგავსი პრობლემისგან, და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ გამოუვალ სიტუაციაში...

დახმარების მიზნით ჭიათურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლევან მუმლაძე დაგვიკავშირდა, რომელიც მწოლიარე ბებიას უვლის.

75 წლის გულიკო გოცაძე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით.

სახსრების და ზურგის გაუსაძლისი და გამუდმებული ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის. „ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს, მზეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“ , - ამბობს ხანდაზმული ქალბატონი.

მთელ დღეებს იგი დანჯღრეულ საწოლში ატარებს, მიაჩერდება ჭერს და საყვარელი შვილიშვილის სკოლიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელის. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც...ჩაით და პურით.

სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ ასეთი მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდლად თანხა არ ჰყოფნით.

„თვეში მას 50 პამპერსი სჭირდება, - ამბობს ლევანი. კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემის, რომელიც დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს, მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა“.

გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი, თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების, საკვები პროდუქტების სახით, ხოლო ყველაზე მეტად მას სჭირდება ეტლი, რომლის ყიდვა თავად ოჯახს მძიმე მატერიალური ყოფის გამო არ ძალუძს.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა გულიკო გოცაძის დასახმარებლად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიკო გოცაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/271-gotsadze/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი

“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც”. (დედა ტერეზა)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42