ისინი სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობაზე საუბრობენ.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის წლების განმავლობაში შედგა არაერთი მოპალარაკება და გაფორმებულია ყველა დონის ორმხრივი ხელშეკრულება.
"რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მხრიდან, 2017 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი და ხაზი გაესვა შრომის კოდექსის უხეშ დარღვევებს, რის შემდეგაც კომპანიის მენეჯმენტმაც შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო. ადგილობრივი დასაქმებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეჩერდა, ვფიქრობთ უკავშირდება დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობას, გამომდინარე აქედან მოუწოდებს სს "საქართველოს რკინიგზას“ და ააიპ "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში, დროულად იქნას უზრუნველყოფილი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გარემო"- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






