ვინ შეუკვეთა გენერლის მკვლელობა - პოლიცია ქუთათელაძის მკვლელობის სავარაუდო თვითმხილველს კითხავს
კრიმინალი - 12:00, 16 Jan, 2018     3547
რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები ბაზრობის თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებენ.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შედიოდა სამსონ ქუთათელაძე ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ ოფისში.

სხვა დეტალებზე ბაზრის თანამშრომლები არ საუბრობენ, რადგან მათ მედიასთან კონტაქტი ადგილზე მისულმა პოლიციამ აუკრძალა.

როგორც ირკვევა, შემთხვევია ადგილზე ვიდეო-სათვალთვალო კამერები არაა, ფიქსირდება ერთადერთი კამერა, მაგრამ როგორც მოვაჭრეები „ნიუპოსტს“ უყვებიან, კამერა არ მუშაობს.

„გუშინვე დაგვკითხეს, თუმცა ჩემს გამოკითხვას რა აზრი აქვს, რადგან არაფერი დამინახავს. ყველა გაკვირვებულია, ძალიან კარგი ადამიანი იყო“- აღნიშნავს ბაზრის თანამშრომელი.

როგორ ირკვევა, ქუთათელაძე რუსთავის ბაზრის წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უკავშირდება თუ არა შეკვეთიული მკვლელობა ქუთათელაძის გადაწყვეტილებას, უცნობია.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მენეჯერი მეწილეებსა და ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, არ მაქვს ინფორმაცია, გეგმავდა თუ არა ქუთათელაძე წილის გასხვისებას. არც ვერსიაზე შემიძლია საუბარი. პირადად მე, არ დავკითხულვარ, თუმცა თანამშრომლები რომ დაკითხეს, ვიცი“- აღნიშნავს მენეჯერი.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია.

ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42