„უშველებელი დანით მომარჯვებულმა, პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა“ - ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გაათავისუფლა
საზოგადოება - 10:07, 16 Jan, 2018     6237
თბილისში, კლუბ "ბასიანში" 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

"ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი "ფეისკონტროლის" სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.


სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! - გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას. არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა

ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.

სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ. ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?" - წერს ნაჯა ორაშვილი.

დაჭრილი ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ თავს დაცულად არ გრძნობს.

„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, „მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული“ და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ მის გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა... ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს.

ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს,რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს", - წერს კალანდარიშვილი.

საგულისხმია ერთი დეტალიც: თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების გადაწყვეტილება მმოსამართლე ბადრი შონიამ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ისეთ გახმაურბულ საქმეებს განიხილავს, როგორიცაა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების, "რეპერების საქმე".

შონია განიხილავდა 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეებს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42