"დანა გამეტებით, სადისტურად აქვს დარტყმული“- სკოლის დირექტორი ხაშურში მომხდარი დაჭრის დეტალებზე საუბრობს
კრიმინალი - 14:55, 15 Jan, 2018     2116
„ნიუპოსტისთვის“ ხაშურში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, შს სამინისტროს უკვე ჰყავს იდენთიფიცირებული ორი მოზარდის დაჭრაში ბრალდებული.


ოსიაურის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ცივი იარაღით, სავარაუდოდ დანით გუშინ დაჭრეს, კიდევ ორმა კი სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაწყებულ კამათს მოჰყვა, თუმცა რესტორნის წარმომადგენლის თქმით, ჩხუბი გარეთ დაიწყო.

ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა, მეორე პაციენტი კი ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციამ რესტორნიდან ვიდეო კამერით გადაღებული კადრები უკვე ამოიღო.

ოსიაურის სკოლის დირექტორი, თამარ გაგლოშვილი “ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ კონფლიქტი მოსწავლეებს შორის არ დაწყებულა. მისი თქმით, „მოზარდები 20-25 წლის მამაკაცმა დაჭრა“.

„პირველ რიგში, ბრალდებულები კლასელები არ არიან. რაც შეეხება მომხდარს, როგორც ბავშვბი ყვებიან, გუშინ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. გვერდით კუპეში ხმაური ატყდა, ისინი გასარკვევად მივიდნენ რა დროსაც მოხდა მათიო მხრიდან ამ ბავშვების დაჭრა. მოსწავლეების მონაყოლის მიხედვით, ბრალდებულები 20-25 წლის ასაკის იყვნენ. დაჭრილები ბბრალდებულებს საერთოდ არ იცნობდნენ. იმედია მათ გამოძიება გამოავლენს“- აცხადებს გაგლოშვილი.

სკოლის დირექტორი დაშავებულებს დადებითად ახასიათებს.

„ამ ბავშვებს პირადად მე ვასწავლი, წყნარი და გაწონასწორებული მოსწავლეები არიან. ისინი კონფლიქტს არ გამოიწვევდნენ, ბავშვები ხმაურზე გავიდნენ რა დროსაც, აბსოლუტურად გაუგებარ ვითარებაში დაჭრეს. ეს იყო 2-3 წუთში მომხდარი ფაქტი" - უთხრა „ნიუპოსტს“ ოსიაურის სკოლის დირექტორმა.

თამარ გაგლოშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

„მოსწავლე რომელსაც ფეხის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, რაც შეეხება მეორეს მდგომარეობას, ბიჭს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა მას ჭრილობა მუცლისა და ყელის არეში აღნიშნება მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია“- თქვა დირექტორმა.

გაგლოშვილის თქმით, ინციონდენტის შედეგად სულ 4 მოზარდი დაშავდა, აქიდან სამი ოსიაურის სკოლის მოსწავლეები არიან.

„ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. არ ვიცი რა ვუწოდო ამ სისასტი8კის ჩამდენ მოძალადეს, საიდან ჰქონდა ამხელა აგრესია?! - ბავშვები გაწირა. დანა გამეტებით, სადისტურად აქვს დარტყმული“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ დაშავებული ახალგაზრდების მასწავლებელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42