მისი თქმით, ჟურნალისტ-გამომძიებლს გისოსებს მიღმა ყოფნა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებაა.
"გიორგი კვირიკაშვილს და მის მთავრობას წვლილი მიუძღვის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრებაში"- ამბობს მუსტაფაევა.
"აფგან მუხთარლის 6 წელი მიუსაჯეს. მე ამ გადაწყვეტილებას აღვიქვამ, როგორც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრების თანამონაწილე. დანაშაული საქართველოში დაიგეგმა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. ის საქართველოდან 8 თვის წინ გაიტაცეს.
მისი დაკავება არის საერთაშორისო დანაშაული ორ ქვეყანას, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია.
მისი სასამართლოს მიმდინარეობის განმავლობაში აშკარა იყო, რომ თანამდებობის ორმა პირმა, აზერ შირინოვმა და ჯეჰუნ გულამოვმა, რომლებიც აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, აფგანი ქართველებისგან ლაგოდეხიდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიყვანეს.
პროკურორმა 8 წლით პატიმრობა მოითხოვა. მუხლები, რომლებითაც აფგანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარეობდა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამატებით ერთი წლის მოთხოვნა პოლიტიკურ დაკვეთაზე მიუთითებს.
აფგანი დამნაშავე არ არის არც ერთ ბრალში, რომელსაც მას ედავებიან - ისინი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის მისი პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს, იმის გამო, რომ საქართველოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობას იძიებდა და წერდა კრიტიკულ სტატიებს და ფეისბუქ პოსტებს აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების შესახებ.
აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებმა გაანეიტრალეს ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგანის თავისუფლების შეზღუდვით და დაპატიმრებით. თუმცა, მე დავასრულებ მის გამოძიებებს, მისი კოლეგები კი მუშაობას გააგრძელებენ" - დაწერა მოგვიანებით მუსტაფაევამ.
ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






