"მაგდანას ბლესავით” ვიშრომე მთელი ცხოვრება. ვკვდები და..."- ქართველი ემიგრანტის რეალურ/არარეალური მონათხრობიდან
საზოგადოება - 16:14, 12 Jan, 2018     6141
“– ჩამოვედი ათენში შორეულ 1994 წელს, 44 წლის ასაკში, მქვია მაგდანა, ბერძნულად – “მარია”. რომ ჩამოვედი, არაფერი არ მტკიოდა, კენჭის გავლა მქონდა 39 წლის ასაკში და მშობიარობის შემდეგ – ვენების გაფართოება ფეხებზე. აქ თავიდან არ იყო ამდენი ქართველი და ხალხიც უფრო ხელ/გულგაშლილი გვხვდებოდა. ალბანელები არ მოსწონდათ ბერძნებს, ქართველებს კი კარგი თვალით გვიყურებდნენ. ქმარი და ორი შვილი დავტოვე და სულ მეტირებოდა, ყოველ დღე – პირველი წელიწადი მაინც. მაშინ სად იყო სკაიპები, ინტერნეტი და ვაიბერი –სატელეფონო კარტისთვის ძლივს ვიმეტებდით ფულს. დავიწყე მუშაობა თავიდან 135 კილოიან ბაბუასთან, რომელიც 88 წლის იყო და ახალი მენჯბარძაყმოტეხილი. ენა არ ვიცოდი, ცხადია – “იასუ” და “ევხარისტო” მხოლოდ და თუ რაიმეს მეკითხებოდა, ხან ერთს ვპასუხობდი და ხან მეორეს. თვითონ საშუალო სიმაღლის და ოდნავ პუტკუნა ვიყავი, მაგრამ 6 თვეში ტარანივით გავხდი, დამეწყო წელის და ფეხების ტკივილები, კისრის და მხრების დაბუჟება, მაგრამ ვინ აქცევდა მაშინ ამას ყურადღებას? – ჩამოსასვლელი ვალი მქონდა გასატუმრებელი – ასე ავიკიდე, როგორც ექიმმა მითხრა 22 წლის შემდეგ ჩატარებულ აქციაზე – დისკოპათია და მხარ–კისრის სინდრომი.”

“– მოხდა სასწაული და ბაბუამ, ჩემი კარგი მოვლის გამო და ოჯახის მიერ აყვანილი სპეციალური მასაჟისტის დახმარებით, გაიარა. ნელ–ნელა ქუჩაშიც დაიწყო გამოსვლა, “პი”–ს დახმარების გარეშე, მაგრამ მონატეხ ფეხს ერიდებოდა და სულ მე მეყრდნებოდა (მაღალი კაცი იყო, სიმძიმის გარდა, კირიე გიორგო), ჩამოკიდებული იყო ჩემს მარცხენა მხარზე და ცოტა ხანში მარცხენა ხელში ძალაც დამაკლდა ვეღარც ზემოთ ვწევდი სრულად, რამაც მომიმატა ნელ–ნელა და ახლა მარცხენა ხელს ერთ სიბრტყეში ვამოძრავებ მხოლოდ, შამფურივით. ასე დამემართა მარცხენა მხრის მყესოვანი აპარატის დაზიანება, მყესების გაწყვეტა (გაწყდა ჩვენი ამ დღეში ჩამგდები!), როგორც 2016 წელს მითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ქართველმა ექიმმა.”

” – ბოლო–ბოლო, 2 წელიწადში მოკვდა კირიოს გიორგოსი (ნათელი დაადგეს მის სულს, მფრინავი აქსიომატიკოსი იყო და იქაც წავიდა, ალბათ – ცაში), ვინერვიულე ძალიან, საკუთარი ბაბუა ან მამა მომკვდომოდა გეგონება. ამას ჩემი კლიმაქსური მდგომარეობაც დაერთო და შინაურებზე ნერვიულობის დამატებით, ყურებში შუილები და თავის ბაგა–ბუგი დამეწყო, პირის გაშრობასთან ერთად. ერთხელ ისე ცუდად გავხდი, გოგოებმა აფთიაქში ჩამიყვანეს წნევის გასაზომად და თვრამეტი–თორმეტზე აღმომაჩნდა. მომცა აფთიაქარმა რაღაც წამალი, დავლიე და გამოვმჯობინდი მეორე დღეს ცოტათი, თუმცა მას შემდეგ პირის სიმშრალე და ყურებში დაფა–დუფი არ მომკლებია – ასე დავიმართე წნევა და შაქარი, როგორც სამედიცინო აქციაზე ჩამოსულმა ექიმმა მითხრა, 20 წლის შემდეგ”

“– შემდეგი ოჯახი ისეთი ქვაწვია დედაბრის გამოდგა.... სრულად იხილეთ ბმულზე georgians.gr/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42