ზაფხულში დაჯილდოებულ მემილიონე ტურისტს ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე შეხვდა
საზოგადოება - 17:43, 10 Jan, 2018     1286
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძს ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონის დატვირთულობის და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კურორტ გოდერძის ხელმძღვანელისგან - ზურაბ ჭურკვეიძისაგან მოისმინა. როგორც აღინიშნა, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება ძალიან მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული. გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას კურორტზე არსებული სასრიალო ტრასებით და თოვლის ხარისხით გამოხატავენ.

ზურაბ პატარაძე შეხვდა კურორტ გოდერძზე მყოფ ტურისტებს, მათ შორის უკრაინელ ალექსი ტუჩაკს, რომელიც როგორც ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარი ზაფხულში დაჯილდოვდა კურორტ გოდერძის ხუთდღიანი საგზურით. ალექსი ტუკაჩმა რეგიონის ხელმძღვანელს კურორტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ზაფხულში მეგობართან ერთად პირველად მოგზაურობდა საქართველოში და ბათუმის საბაგიროზე ყოფნისას იღბლიანი ვიზიტორი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძს განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები. კურორტზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

ზურაბ პატარაძემ კურორტზე დაათვალიერა წლევანდელ სეზონზე გახსნილი საბავშვო-სათხილამურო ხალიჩა, შეხვდა კურორტზე დასაქმებულ ადგილობრივებს, მთის კურორტების სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე სამაშველოს და სკი-პატრულის სამსახურების წარმომადგენლებს. როგორც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულებს მოიზიდავს აჭარაში, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას როგორც კურორტ გოდერძის მიმდებარე სოფლებში, ისე ქალაქ ბათუმში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42