„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, წყალი კოტეჯების ნაწილში შევარდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ დიასამიძე აცხადებს, დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან და ადგილობრივებს საკუთარი ძალებით უწევს წყალდიდობასთან ბრძოლა.
სტიქია შიდა ქართლში გუშინ დაიწყო. ძლიერმა ქარმა და გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე შოლას ადიდების გამო ხაშურის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ძლიერმა ქარმა ხაშურში ხეებიც მოგლიჯა.
მოსახლეობას ეზობი და სახლები დაეტბორათ სურამშიც. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა ყოფილი სანატორიუმის შენობას, სადაც დღეს დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.
როგორც ხაშურის მერმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი და ყველაფერი კეთდება ვითარების დასასტაბილურებლად. გიორგი გურასპაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე არსებულ ვითარებას პირადად სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები






