ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში თავს ფარული რასიზმის მსხვერპლად თვლის (ვიდეო)
სპორტი - 12:25, 10 Jan, 2018     11046

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედურ მედიას ფარულ რასიზმში ადანაშაულებს. იბრაჰიმოვიჩის თქმით, მას მინიმალურ შეცდომებსაც არ პატიობენ, გვარად ანდერსონი ან სვენსონი რომ ყოფილიყო, შესაძლოა ყაჩაღობაც ეპატიებინათ. როგორც ის აცხადებს, მსგავსი წინააღმდეგობების დაძლევა მას უფრო აძლიერებს.

„რას აკეთებს შვედური მედია? თავს მესხმიან თუ მიცავენ? არა, ისინი ისევ თავს მესხმიან, იმიტომ რომ ვერ ეგუებიან იმას, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ. სხვა მოთამაშე რომ იგივე შეცდომებს უშვებდეს, ჩემგან განსხვავებით მას დაიცავდნენ, მე არა. მაგრამ ეს ჩემზე კარგად მოქმედებს და უფრო ძლიერს მხდის. მე რასიზმზე ვლაპარაკობ, არ ვამბობ რომ ეს აშკარა რასიზმია, მაგრამ ლატენტური რასიზმი არის, იმიტომ რOმ მე არ ვარ გვარად ანდერსონი ან სვენსონი. ასე რომ ყოფილიყო ისინი მე დამიცავდნენ იმ შემთხვევაშიც კი, ბანკები რომ დამეყაჩაღებინა. ახლა კი არ მაფასებენ ისე, როგორც შემეფერება. მე ხომ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ შვედეთის ისტორიაში. არავის გაუკეთებია ის, რაც მე შევძელი. რამდენჯერ დასახელებულა ერთი და იგივე პიროვნება წლის ფეხბურთელად?! მხოლოდ ორჯერ, მე კი თერთმეტჯერ დამასახელეს! ყველაზე მეტი მე გავაკეთე შვედური ფეხბურთისთვის. მე საუკეთესო ვარ! “- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი 30 ტიტულის მფლობელია. შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე ეთნიკურად შვედი არაა- ის ბოსნიელი მუსლიმი მამისა და ხორვატი კათოლიკე დედის შვილია.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონას", "მილანისა" და "პსჟ"-ს ღირსებას იცავდა, ამჟამად ის "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებშია. ზლატანმა, რომელმაც პროფესიონალური კარიერა "მალმოში" 1999 წელს დაიწყო, ჩემპიონატების მოგება 4 სხვადსხვა ლიგაში შეძლო. მას მეტსახელიც შეარქვეს – იბრაკადაბრა, ჯადოსნური თამაშის გამო.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42