არქიმანდრიტი საბას ცხედარი ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს
საზოგადოება - 18:00, 09 Jan, 2018     6063
დღეს არქიმანდრიტი საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ცხედარი ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს მთელი დღის განმავლობაში იხდიან.

ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე შობის დილას გარდაიცვალა. არქიმანდრიტმა საბამ (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) უფლის წიაღში სამუდამოდ გადაინაცვლა. ქვაშვეთის ეკლესიის მოძღვარი ბოლო წლებში უკურნებელ სენს ებრძოდა.

18 დეკემბერს, საბა განწმენდილის ხსენების დღეს მამა ღვთისო შალიკაშვილი უწმინდესის ლოცვა- კურთხევით, ბერად აღიკვეცა წმინდა საბას სახელით და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. მაშინ, როცა ის ეკლესიაში მივიდა, საქართველოში რამდენიმე მოქმედი ტაძრი იყო, მათ შორის არცერთი ეკლესია არ ფუნქციონირებდა დუშეთის რაიონში, სადაც მამა ღვთისო დაიბადა. როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლად მისი უწმინდესობა - ილია მეორე მობრძანდა, მამა ღვთისო პატრიარქის მორჩილი გახდა. დიაკვნად 1978 წელს ალავერდის ტაძარში აკურთხეს. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ეკლესიას აღარ ჰყავდა პროტოდიაკონი და მისმა უწმინდესობამ პროტოდიაკვნად დაადგინა. 11 წლის განმავლობაში თუკი სადმე წირავდა უწმინდესი, ყველგან მის გვერდით იყო. შემდეგ მღვდლადაც დაასხეს ხელი და 30 წელზე მეტ ხანს ატარა მღვდლის ანაფორა. ქვაშვეთის ტაძარში დაადგინეს, სადაც დასრულდა კიდეც მისი ცხოვრების გზა.

არქიმანდრიტ საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ხუთშაბათს ქვაშვეთის ტაძრის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42