პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, პაციენტის თურქეთის კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი მკურნალობას სტამბოლში „კოჩის“ კლინიკაში განაგრძობს.
ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შესაბამისად მაღალია ტრანსპორტირების რისკები:
,,ამ კლინიკის მენეჯერი ცოტა ხნის წინ იყო ჩვენთან ჩამოსული. მას პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალების საფუძველზე. ეს არის სტამბოლში მდებარე ,,კოჩის” კლინიკა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი პროცედურები, გარკვეული ეტაპები იქნება გასავლელი, რადგან ამას რაღაც დრო დასჭირდება, შესაძლოა რამდენიმე დღე”, – აცხადებს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






