„მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. თუ ასეთი დამნაშავეები იყვნენ, მთელი 2 წლის განმავლობაში რატომ დაიარებოდნენ თბილისშიც და ხეობაშიც?! შუბლზე არავის აწერია ტერორისტი. ჩვენთან სტუმრად თუ მოვიდა ვინმე, სტუმართმოყვარეობით ვიცით შემოპატიჟება, თუ ეს დანაშაულია, პირველ რიგში მე ვარ დამნაშავე, ჩემი შვილი კი არა. ეს ადამიანები მეზობლად მოდიოდნენ, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთში სალოცავად დადიოდნენ, საბანაოდ დადიოდნენ მდინარეზე. რამდენი ხანია აქ არიან. თუ იმათ ჩატაევთან ჰქონდათ კავშირი, ჩემი შვილი რა შუაში იყო. სხვა სახელებით ვიცნობდით მათ, გავრცელებული ვიდეო რომ ვნახეთ, მივხვდით რომ ესენი იყვნენ ეჭვმიტანილები. კადრები რომ ვნახე, მათი ნამდვილი სახელებიც მაშინ გავიგე - ჩვენ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით."- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






