19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობა თბილისში - პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ბინა გაჩხრიკა?
კრიმინალი - 12:57, 09 Jan, 2018     14701
19 წლის დავით ტორიაშვილს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა პოლიციამ უკვე იცის და შესაბამისი მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული წითლანაძის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ამასთან ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საქმის ირგვლივ ჩხრეკაც ჩატარდა.

ბინის მფლობელი, გურამ გვასალია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ჩხრეკდნენ სახლს, სადაც 60 წლამდე ქალი შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

ბინის მესაკუთრე აღნიშნავს, რომ ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ნივთების ნაწილი დალუქეს და წაიღეს.

„ვინც იქირავა ეს ბინა, იმის შვილი იყო აქ. დედამისმა ავადმყოფი არისო, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ ხუთჯერ მყავს ნანახი. პოლიცია შევიდა, იღებდა სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. გარაჟის პირდაპირ ამოიყვანეს ის ბიჭი წყლიდან,“ - აცხადებს გურამ გვასალია.

ერთ-ერთი მეზობელი დარეჯან თუშიშვილი აცხადებს, რომ ცხედარი წყლიდან ამოიყვანეს.

„მას შემდეგ რაც ცხედარი ამოიყვანეს, მამაკაცის განწირული ხმა გავიგე. თუ არ ვცდები თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტომა უნდოდა. სავარაუდოდ მამა იყო, ყვიროდა, არავის შევარჩენ შენს მოკვლასო“- აცხადებს თვითმხილველი.

ახალგაზრდას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ კი ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, მოკლული ნახეს.

თვითმხილველთა განცხადებით, ტორიაშვილს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42