პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. სამედიცინო დაწესებულება ოჯახმა თავად შეარჩია. 19 წლის ახალგაზრდის ტრასნპორტირებასთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან.
„პირადად დაველაპარაკეთ ბერლინს. ხომ დაინახეთ მოგვივიდა ინვოისი, ვიღებთ პაციენტს ოღონდ თქვენ გადაიხადეთ. გავუგზავნეთ სამინისტროს, სამინისტრომ როგორც კი ეს გაიგო 9-ის 14 წუთს მომწერეს მეილზე, უარს ვაცხადებთო ადგილების უქონლობის გამო. ეს ხომ აბსურდია. ეს ამათ ათქმევინეს, მთავრობამ კლინიკას ათქმევინა უარი.
იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად, რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს დაჭრილის მამა:
„საქართველო მექსიკის სტატუსით ხომ არ არის ყველა ცირკულარით ძებნილი, რომ საქართველოში აღმოჩნდა. ესენი არ ჩამოსულან, ესენი ჩამოიყვანეს. ჩვენ იქით უნდა ჩაგვეტარებინა უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე სპეცოპერაცია იმიტომ, რომ საიდან მოხვდნენ. რატომ აგდებენ საქართველოს საფრთხეში, ხომ შემოიყვანეს,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშილის მამამ.
მასალის გამოყენების პირობები






