ალილოს მონაწილეები ლანჩხუთის მერიიდან ხელმოცარულები დაბრუნდნენ
საზოგადოება - 16:51, 08 Jan, 2018     3134
ალილოს მსვლელობაში ლანჩხუთის მსვლელობაში არც მერმა და არც საკრებულოს თავმჯდომარემ მონაწილეობა არ მიიღეს.

უფრო მეტიც, ადმინისტრაციულ შენობასთან მისულ ალილოს მონაწილეებს შენობა დაკეტილი დახვდათ.

ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მონაწილემ, გივი ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, ვინც მსვლელობაში ჩაერთო, ლანჩხუთის პოლიციის უფროსი იყო:

"არც მეწყინებოდა, პოლიციის უფროსს რომ ეს არ გაეკეთებინა, რომ არ დახვედროდა ალილოს მონაწილეებს ხელდამშვენებული ტკბილეულით. მას საერთოდ არ ჰქონდა ამის ვალდებულება და ადამიანურად გააკეთა, ლანჩხუთის მერს, კი რომელიც ვალდებული იყო ჩართულიყო ამაში, იმიტომ, რომ შეჭირვებულებისთვის, მოხუცებისთვის, სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ბავშვებისთვის უნდა გადაგვეცა ეს საჩუქრები და ტკბილეული, არც კი უფიქრია, რომ თავი შეეწუხებინა და მცირედი მაინც გაეკეთებინა ამ ხალხისთვის. მერს, რომელმაც უსირცხვილოდ აიღო პრემია და დაარქვა მეცამეტე ხელფასი. განათლებაც არა აქვს ამდენი, რომ იცოდეს, ეს მეცამეტე ხელფასი ასერთოდ არ არსებობს. კომუნიზმში ვართ? ადმინისტრაციული შენობა საერთოდ დაკეტილი იყო. კვირა დღე კი იყო, მაგრამ ალილოობა იმართებოდა, შობა იყო, ყველაზე ძვირფასი ქრისტიანული დღესასწაული. სირცხვილია ეს ყველაფერი"-გვეუბნება ცინცაძე.

თუ რა მიზეზით ვერ ჩაერთო ალილოს მსვლელობაში ლანჩხუთის მერი და მერიის თანამშრომლები, ამ კითხვით პრესსამსახურს დავუკავშირდით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს, თუ რატომ ვერ მოხერხდა მერიის მხრიდან ტრადიციულ ალილოში მონაწილეობა, თავს არიდებენ.

მაკა სულაბერიძე, ლანჩხუთის მერიის პრეს სამსახური:"გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა მონაწილეობა, თუმცა მერია ამის გამო გეგმავს საკალანდოდ შეჭირვებულთათვის საჩუქრების დარიგებას" - გვითხრა პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42