მოსახლეობის თქმით, აღნიშნული ტერიტორია არის ეროზიული. ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანმა მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ყაზბეგის რაიონის სოფელი სნოზეც უნდა გაიაროს.
პროექტის თანახმად, ხაზი 30-40 მეტრში გადის სახლებიდან. ადგილობრივების მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ხაზის დასახლებიდან მოშორებით აშენება, რაზეც, რამდენიმე კვირის წინ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ მათთან შეთანხმების გარეშე, მშენებლობა არ დაიწყებოდა.
მოსახლეობის თქმით, ეს პირობა არ შესრულდა და დღეს დილით მოულოდნელად, ადგილზე მიიყვანეს სამშენებლო ტექნიკა და დაიწყეს მშენებლობა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივმა მცხოვრებმა კესო ხართიშვილმა განუცხადა, მიუღებელია მაღალი ძაბვის გადაცემმა ხაზმა იქ გაიაროს, რადგან მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
"როდესაც გავიგეთ, რომ ამ ანძის მშენებლობას იწყებდნენ, დავუკავშირდით შესაბამისს სამსახურებს, ადგილზე იყო ილია ელოშვილი, რომელიც შეგვპირდა, რომ თუ საცხოვრებელი სახლიდან 40 მეტრზე ახლოს იქნებოდა ბუფერული ზონა, აწევდნენ. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. აღნიშნული ტერიტორია 5 ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნის, მაგრამ თაღლითური გზით მიისაკუთრეს. ახლა კი, ტრაქტორი მოყვანილი ჰყავთ და აგრძელებენ სამუშაობებს. არადა თუ საქმის წარმოება მიმდინარეობს, წესით, გამოძიების პროცესში, სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს" - განაცხადა კესო ხართიშვილმა..
მასალის გამოყენების პირობები






