თბილისში საშობაო ალილო 14:00 საათზე დაიწყება
საზოგადოება - 11:21, 07 Jan, 2018     2256

თბილისში დღეს ტრადიციულად საშობაო ალილო 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება.

მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, იქნებიან მოგვები, ქურუმები და მწყემსები. შემოწირული ტკბილეული კი ხარ–კამეჩიან ურმებზე შეგროვდება.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეებს თბილისის მერი საჩუქრებს ვარდების მოედანზე გადასცემს.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან და შობის დღესასწაულს მიულოცავენ. შემდეგ მსვლელობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთანაც შეჩერდება, სადაც მონაწილეებს სასახლის აღსაზრდელები შეხვდებიან.
თავისუფლების მოედანზე კი მსვლელობის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან გაჩერდებიან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ტკბილეულს გადასცემენ.

მონაწილეთა ერთი ჯგუფი "კონკადან" საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ იგივე მონაწილეთა ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც მათ ტბილეულს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.
შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42