საშობაო საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან
საზოგადოება - 15:27, 06 Jan, 2018     1827
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მისი მოადგილე ირაკლი ჭითანავა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელოვანი, სოფელ ბოდბეში, სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის - თემი „ქედელების” ბინადრებს ესტუმრნენ, იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

,,სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კარგად აქვს გათავისებული, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების ღირსეული და სრულფასოვანი წევრები არიან. სწორედ ამიტომ, ყოველ შობა-ახალ წელს, ხელდამშვენებულნი მოვდივართ ჩვენს მეგობრებთან - ,,ქედელებთან“, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს“, - აღნიშნა ზაზა გრიგოლიამ.

თემი ,,ქედელების“ დირექტორის, ლალი ხანდოლიშვილის განცხადებით, სასიამოვნო ტრადიცია ისევ გაცოცხლდა.

„კვლავ ვიგრძენით ის სიყვარული, რომელიც ყოველ წელიწადს მოაქვთ ამ უწყების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ლალი ხანდოლიშვილმა.

პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილეული გადასცეს, მასპინძლებმა კი, სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

ანალოგიური ხასიათის ღონისძიებები მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იმერეთის, რაჭის და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროების ორგანიზებით, ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულების ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი მიართვეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა დასახმარებლად ხშირად მართავს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ აქციებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42