საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა
საზოგადოება - 13:03, 05 Jan, 2018     1153
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ.

აქციის მომაწილეები ითხოვენ, სებ-ის წარმომადგენლებმა მათ პრობლემის გადაჭრის გზა შესთავაზონ. ცოტახნის წინ კი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა რადგან, დაზარალებულები ეროვნულ ბანკში შესვლას აპირებდნენ მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა მხოლოდ რამდენიმე მათგანი შეუშვეს.

„დღეს შევიკრიბეთ ეროვნული ბანკის წინ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ხისტ და არასწორ რეფორმასთან დაკავშირებით, რამაც შედეგად მოგვცა რამდენიმე გაკოტრებული კომპანია, თაღლითები ციხეში და ამავდროულად ათასობით დაზარალებული და ათობით გარდაცვლილი ადამიანი. მათ შორის, უმრავლესობამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ეროვნულ ბანკს ჩვენი ხმა. დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენა ჰქონდა, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე და შემდგომ კულისებში იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას ამ ხისტი პოლიტიკისგან მიღებული მძიმე შედეგების გამო. ისინი გარკვეულწილად იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ არასწორი რეფორმის გამო. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა შევხვდეთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და მოვისმინოთ პასუხები“ - განაცხადა უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42