წმინდა მიქაილ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა:
"ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა კლინიკებში გადაყვანას, აქტიურად არის ამ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული. ისინი დაუკავშირდნენ უკვე რამდენიმე კლინიკას, მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა. როგორც კი ჩვენთვის რაიმე დეტალები იქნება ცნობილი, შემდგომში ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი კლინიკა მიიღებს პაციენტის გადაყვანის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






