ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ, ჩემს შვილს მასთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი
საზოგადოება - 17:38, 03 Jan, 2018     2749
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ჟურნალისტებს მოუწოდებს, მასთან აჰმედ ჩატაევის სახელს ნუ ახსენებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის ჩატაევთან კავშირსა და ნაცნობობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა შეცდომები დაუშვეს.

„დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ვითარება, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. ვინც ესროლა და გასცა ეს ბრძანება, ისინი სამუდამო პატიმრობით უნდა გასამართლდნენ. ხელყუმბარის გადაღების საშუალება საიდან მომეცემოდა, როცა იმ დროს ტელეფონი და საერთოდ ყველაფერი ჩამორთმეული მქონდა. ხელყუმბარა იყო საძინებელში, კუთხეში, რომ შევიხედე, საწოლი მთლიანად სისხლიანი იყო, ასევე სისხლიანი იყო ზეწრები, გადასაფარებლები და ის ტელეფონიც, რომელიც თემირლანს ხელში ეჭირა სროლის დროს. რომ მითხრეს, ხელყუმბარა უნდა გაეხსნაო, ვიკითხე, სად არის ხელყუმბარა-მეთქი. მივიხედე და კუთხეში იდო. ხელყუმბარაზე სისხლი ვერ შევნიშნე. ამ დროს კითხვა დავსვი, ტელეფონზე სისხლია და ხელყუმბარაზე არა-მეთქი? მაგათ იმ დღიდანვე უცნაური შეცდომები დაუშვეს. ამას დავამტკიცებ და ეს პირველივე დღეს ვთქვი. ჩემი შვილის უდანაშაულობას დავამტკიცებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42