2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი გახდა.
სპორტი - 17:08, 03 Jan, 2018     11734

2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე ბორჯღალოსსანი და ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი გახდა.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, წელს საუკეთესო მორაგბე და საუკეთესო ლელო გულშემატკივართა შორის რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, ხუთ-ხუთი ნომინანტი კი ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა.

ხალხის რჩეული

წლის მორაგბის ტიტულისთვის მიხეილ ნარიაშვილი, მერაბ შარიქაძე, ლაშა ლომიძე, ჯაბა ბრეგვაძე და ბექა ბიწაძე იყვნენ წარდგენილნი. ყველაზე მეტი ხმა მიიღო და შესაბამისად ხალხის რჩეული გახდა ტოპ 14-ის ლიდერის, ‘მონპელიესა’ და ბორჯღალოსნების მარცხენა ბურჯი ნარიაშვილი.

27 წლის ნარიაშვილმა რაგბის თამაში ქუთაისის ‘აიაში’ დაიწყო, რის შემდეგაც ფრანგულ ‘მონპელიეს’ მიაშურა და დღემდე ამ გუნდის უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ის პირველ გუნდში 2011 წლიდან დაწინაურდა, პირველივე დღიდან დაიმკვიდრა ადგილი და ტოპ 14-ის 114 (88 სასტარტოში), ხოლო ჩემპიონთა თასის 25 (15) მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2015/2016 წლების სეზონში მისი გუნდი ჩელენჯ ქაფზე თამაშობდა, ქართველმა ბურჯმა 9-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ფინალში ‘ჰარლექუინზის’ ძლევით (26:19) თასის მფლობელი გახდა.

ნარიაშვილის სანაკრებო დებიუტი 2012 წლის 11 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან შედგა და მას შემდეგ 47 კეპი მოიხვეჭი. 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა ოთხივე შეხვედრაში, 2012 წელს კანადას და 2016 წელს გერმანიას კი ლელოები გაუტანა. 2017 წლის მაისში ქართველ ბურჯს წვეულ გუნდ ‘ბარბაროსებში’ დაუძახეს და მსოფლიოს არაოფიციალური ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა.

წლის ლელო - სოსო მათიაშვილი კანადასთან

ხმის მიცემის წესით გამოვლინდა კიდევ ერთი ნომინაციის გამარჯვებული - წლის ლელო და ხალხის რჩეული სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი მეორე ლელო გახდა.

ნომინანტთა შორის იყვნენ დავით კაჭარავას ლელო, რომელიც ბორჯღალოსნებმა პან-ამერიკული ტურნეს დროს არგენტინას გაუტანეს; ვასილ სოლბჟანიძეს ლელო, რომელიც რუსეთთან მერაბ კვირიკაშვილის გარღვევას მოყვა; გელა აფრასიძის ინდივიდუალური გარღვევა და ლელო ირლანდიასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე; ბექა საღინაძის ლელო არგენტინასთან ასევე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. მათიაშვილის „არ დანებდემ“ და გაფრენამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

წლის ახალგაზრდული ნაკრები - უმცროსი ბორჯღალოსნები

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომელმაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ათეულში დამკვიდრდა და პლანეტის 12 უძლიერეს გუნდს შორის ზედიზედ მესამედ თამაშის უფლება მოიპოვა, წლის ახალგაზრდულ ნაკრებად დასახელდა.

საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს ბოლომდე ებრძოლნენ, მაგრამ ბონუსიც ვერ აიღეს.

შედეგად, ფლეი ოფში წარმატებას ბევრი არავინ ელოდა, თუმცა ჯგუფიდან ნაცნობ არგენტინასთან ‘მიხეილ მესხზე’ მისულმა ქომაგმა სულ სხვა გუნდი იხილა. ბრძოლამ, თავდადებამ, დასახული მიზნისკენ გეგმაზომიერად სწრაფვამ შედეგი გამოიღო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სახელოვანი მეტოქე დამსახურებულად დაამარცხეს - 26:25.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა დასკვნითი შეხვედრაც ირლანდიასთან. ბრძოლამ ბოლო წუთებამდე გასტანა, გამარჯვება (24:18) ირლანდიელებს დარჩათ და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ დაიკავეს მე-10 ადგილი.

გაისად, 31 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ჩვენი 20-წლამდელები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ, საფრანგეთში ითამაშებენ. ჯგუფში მათი მეტოქეები მასპინძელთა, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებები არიან.

წლის ქალი მორაგბე - თიკა პაპუაშვილი

2017 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე თიკა პაპუაშვილი გახდა, რომელმაც წლის განმავლობაში 9 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 13 ლელო გაიტანა.

ბორჯღალოსნების მექულე და მელელოვე

2017 წელს ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი გახდა, რომელმაც 11-იდან 10 შეხვედრაში

მიიღო მონაწილეობა და 9 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

მან ლელოები ამერიკული ტურნეს დროს კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს გაუტანა, კიდევ 57 ქულა კარში დარტყმებით (15 გარდასახვა და 9 ჯარიმა) მოიხვეჭა და ჯამში 67 ქულა მოაგროვა. კვირიკაშვილი წელს, გერმანიასთან მატჩში პირველი ქართველი „ცენტურიონი“ გახდა. ის ლიდერობს ბორჯღალოსანთა მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 108 და 833 ქულით გუნდის საუკეთესო მექულეა!

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - ოთხ-ოთხი ლელო ერთბაშად ოთხმა მორაგბემ გაიტანა: სოსო მათიაშვილმა, გიორგი კოშაძემ, გიორგი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ.

მათიაშვილმა ბორჯღალოსანთა კვართით ექვსი შეხვედრა ჩაატარა, სანაკრებო დებიუტი ესპანეთთან ჰქონდა და ის ლელოთი აღნიშნა. მეორე ლელო მან ივნისში არგენტინას, პან-ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში დაუდო, ხოლო თბილისში, კანადასთან, დუბლი შეასრულა და მისი მეორე ლელო წლის ლელოდ დასახელდა.

კოშაძემ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გერმანიასთან თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ბელგიასა და რუსეთს თითო-თითო ლელო დაუდო.

ორი ლელო გაუტანა გერმანიას თხილაიშვილმაც და თითო-თითო ბელგიასა და ესპანეთს. მან წელს 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

მხოლოდ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა (4 მატჩი) და 4 ლელო გაიტანა ბექა გორგაძემ. მან ბელგიასა და გერმანიასთან თავი ორ-ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ივნისისა და შემოდგომის ტესტები ტრავმის გამო გაუცდა.

წელს ბორჯღალოსანთა 11-ივე მატჩში მონაწილეობა სამმა მორაგბემ მიიღო: ლაშა ლომიძემ, გიორგი ნემსაძემ და სოსო ბეკოშვილმა.

წყარო site.rugby.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42