კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 4 იანვარს გლდანისა და სამგორის რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VIII, IX მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






