"მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ" - კომპანია "ვიზეარი" მომხდარ გაუგებრობაზე
საზოგადოება - 15:48, 03 Jan, 2018     2106
კომპანია "ვიზეარი" მგზავრების უკმაყოფილებას პასუხობს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლარნაკას აეროპორტიდან ქუთაისში მომავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები დახმარებას უწევენ.

"2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდა.

მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითაც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

მგზავრები გადაიხდიან ფრენის შეცვლის საფასურს და სხვაობას გასული და მომდევნო რეისის ბილეთს შორის, თუკი ასეთი იქნება. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ”ვიზეარი” შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე" - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42