რატომ არ უხარია ლაშა ბუღაძეს ახალი წელი
საზოგადოება - 11:45, 03 Jan, 2018     3196

იმიტომ რომ, რთულია შოკიდან გართობაზე გადასვლა.

რთულია ხელაღებით დაივიწყო გუშინ მომხდარი და ბედნიერი აღტაცებით გიხაროდეს დღევანდელი დღე.

რთულია სასოწარკვეთილების უცაბედი და „სავალდებულო“ მხიარულებით გარდაქმნა.

რთულია ტრაგიზმის სტრესის ჩანაცვლება აუცილებელი ზეიმის სტრესით.

არ მიხარია, რადგან არსად წასულა, თუნდაც ბოლო ერთი თვე და თუ ცნობიერად „წავიდა“, ქვეცნობიერად შერჩა ჩვენს სოციალურ მეხსიერებას.

არ მიხარია, რადგან შეუძლებელია მხიარული იყოს წლის ყველაზე სოციალური დღესასწაული, როცა თუნდაც მხოლოდ წლის ბოლო ასეთი არამხიარულია.

არ მიხარია, რადგან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც სკოლის მოსწავლეების მკვლელობამ ჩაგვაგდო შოკში.

არ მიხარია, რადგან თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, რაც შოკში ჩაგვაგდო თბილისში გაჩაღებულმა ოცდაორსაათიანმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ბათუმის სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა და 11 ადამიანის დაღუპვამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ადამიანის ცემამ და წამებამ, და თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო მისი ფიზიკური ჩაგვრა, შოკში ჩაგვაგდო მორალურმა ჩაგვრამაც - როცა სიძულვილის ობიექტად აქციეს მსხვერპლი.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო მძინარე 19 წლის ბიჭის სასიკვდილოდ დაჭრამ პანკისში.

არ მიხარია, რადგან შევეჩვიეთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ფასი არა აქვს და შოკში აღარც ვვარდებით, როცა გვესმის, რომ "მორიგი მუშა დაიღუპა მორიგ მშენებლობაზე".

არ მიხარია, რადგან გარშემო ამდენი აგრესია, თვალთმაქცობა და უმწეობაა.

არ მიხარია, რადგან შეკითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ.

არ მიხარია, რადგან არც ვსვამთ რეალურად შეკითხვებს.

არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას - რატომ?


წყარო რადიო თავისუფლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42