ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
საზოგადოება - 18:11, 31 Dec, 2017     2621

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

წინასაახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებას რეჟისორი რობერტ სტურუა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

რუსთაველის თეატრის მსახიობებსა და რეჟისორ რობერტ სტურუას მსჯავრდებულებმა საკუთარი თეატრალური პერფორმანსიდან - „ჯადოსნური ღამე“, რამდენიმე ნომერი შეუსრულეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

„უკვე ტრადიციად იქცა თითქოს, სამი წლის წინ ვიყავით პირველად. ერთდროულად ეს სევდიანიცაა და ამავე დროს მიხარია, რომ რაღაც პატარა სიამოვნება და სიხარული შეგვიძლია შევმატოთ ამ შესანიშნავ ქალებს. ისეთია ცხოვრება, რომ მოულოდნელად შესაძლოა, შენც ჩაიდინო რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ... მინდა ბედნიერები იყვნენ,“ - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

მსჯავრდებულ ქალბატონთა წინასაახალწლო განწყობაზე კი ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" წევრებმა იზრუნეს. მათ საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და მსჯავრდებულებს ემოციური დახვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. აქ სულ სხვა განწყობაა. პატარა ბედნიერების მინიჭების საშუალება რომ გეძლევა, ეს არის დიდი ბედნიერება შენთვის. ძალიან დიდი ენერგია მივიღეთ ჩვენი მსმენელებისგან,“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ვანო თარხნშვილმა.

სასჯელაღსრულების N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ.

მსჯავრდებულებმა საახალწლოდ საჩუქრები სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღეს. მათ შორის მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფრანგულმა ბრენდმა „ივ როჩემ“ ქალ მსჯავრდებულებს პარფიუმერიისა და თავის მოვლის საშუალებები გადასცა. ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსმა“ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. საახალწლო საჩუქრები მსჯავრდებულებმა ასევე მიიღეს კომპანიებისგან „ზედაზენი“, „ბარამბო“, „ბეიქერსი“ და „ბებე+“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42