30 დეკემბერი ლეგენდარული საოპერო პრიმადონას ცისანა ტატიშვილის დაბადების დღეა
კულტურა - 10:23, 30 Dec, 2017     1628

30 დეკემბერი ლეგენდარული საოპერო პრიმადონას ცისანა ტატიშვილის დაბადების დღეა.

ცისანა ტატიშვილი 1937 წელს თბილისში დაიბადა.დრამატული სოპრანო 1963-2001 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი.

თბილისში, მოსკოვის „დიდ თეატრში“, პეტერბურგის “მარიას თეატრში”, ასევე ევროპის საოპერო თეატრების სცენებზე, მის საშემსრულებლო კარიერას უკავშირდება ვაგნერისა და შტრაუსის ისეთი ურთულესი ოპერები როგორიცაა „ლოენგრინი, „მფრინავი ჰოლანდიელი“, „სალომეა“.

გამოჩენილი ქართველი სოპრანო გამოდიოდა მოსკოვის „დიდი თეატრის“, პეტერბურგის „მარიას თეატრის“, ბერლინის „კომიშე ოპერის“, „დოიჩე ოპერის“, პრაღის, საარბრიუკენის, მიუნჰენის, კიოლნის, ბაზელის, ლისაბონის, სოფიას, ვარშავას, ლონდონის, ათენის, ვენის თეატრებში, ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქების ყველა მნიშვნელოვან თეატრებში.

ცისანა ტატიშვილს მსოფლიოს გამოჩენილ რეჟისორებთან, ჰერმან ვედეკინდთან და ვალტერ ფელეზენშტეინთან მომზადებული აქვს სენტას, ორტრუდას და აიდას საოპერო პარტიები.

ლეგენდარული პრიმადონა, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს სამეულშია შესული ბირგიტ ნილსონთან და მონსერატ კაბალიესთან ერთად.

ცისანა ტატიშვილი იყო შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.

ცისანა ტატიშვილი 2017 წლის 23 სექტემბერს 80 წლის ასაკში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42