Wizz Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად ბულგარეთის ტერიტორიაზე დაეშვა.
ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია.
„ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.
ამ ეტაპზე, ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25.
დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






