მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის უცხოელი ნეიროქირურგების ჩამოყვანა მის მდგომარეობას ვერ შეცვლის.
„პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ მთელი რიგი პარამეტრები ნაწილობრივ გაუარესებულია. ზოგიერთი მაგანი გამოსწორდა, თუმცა მთლიანობაში მდგომარეობა გაუარესდა. თუ ოჯახი უცხოეთიდან ვინმე სპეციალისტის მოწვევას გადაწყვეტს, ჩვენ ნებისმიერი სპევიალისტის მისაღებად მზად ვართ და მათ გადავცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, გავაცნობთ ყველა დეტალს“, - აცხადებს ზაზა ლურსმანაშვილი.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა. 19 წლის ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში, სამი დღეა მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ახალგაზრდის მშობლები საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






