„მე, გიორგი მახარაძის დედა, თქვენი სიყვარულითა და მადლიერებით სავსე, ყველას მადლობას გიხდით“ - მსახიობის დედის ემოციური მიმართვა
საზოგადოება - 12:32, 30 Dec, 2017     13085
მსახიობ გიორგი მახარაძის დედა საზოგადოებას დახმარებისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:

"მე, თეო ჩივაძე, გიორგი მახარაძის დედა, ცოტა დაბნეული, უფრო შეშინებული, მაგრამ თქვენი სიყვარულითა და მადლიერებით სავსე, ყველას მადლობას გიხდით. ყველას: გიორგის მეგობრებს, ჩემს მეგობრებს, ჩვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს, კარგ ნაცნობებს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიგზავნით, სრულიად უცნობ ადამიანებს. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც სამაგალითო სიკეთე გამოიჩინეს. თქვენმა თანადგომამ და თუნდაც ერთმა სიტყვამ და ლარმა, იცოდეთ, რომ ჩემთვის არნახული ძალა და რწმენა შეიძინა და ვიცი, რომ მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები. მე და გიორგი მოვერევით, დავძლევთ და გავიმარჯვებთ. ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ სიტყვები არ არსებობს იმ გრძნობის ასახსნელად, რასაც თქვენს მიმართ განვიცდი. თუმცა, ზუსტად ვიცი, ნებისმიერის გულში სიყვარულით შემოაღწევს ჩემი და გიორგის მადლიერება.
მკურნალობისა და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, იმედია, უფრო კარგად მოვუყრი თავს სათქმელს და უფრო დიდი სიხარულითა და მადლობებით დაგიბრუნდებით.
მიყვარხართ და ყველას დიდი, ძ ა ლ ი ა ნ დიდი მადლობა. თ.ჩ."- წერს მსახიობის დედა.

27 წლის მსახიობს, გიორგი მახარაძეს 2 კვრის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ოპერაცია გაუკეთეს და ქეიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 3 იანვარს გიორგი თურქეთში მიდის, გამოკვლევებისთვის.


მსახიობს თანადგომა გამოუცხადა თითქმის მთელმა საქართველომ, მეგობრებმა, კოლეგებმა, სრულიად უცხო ადამიანებმა, ყოფილი ოჯახის წევრებმა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ,,თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065
მიმღები: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42