ანსამბლმა „რუსთავმა “N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სოლო კონცერტი გაიმართა
საზოგადოება - 12:15, 30 Dec, 2017     1716
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ანსამბლთან ერთად მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა.


მსჯავრდებულებისთის გამართულ საღამოზე ანსამბლმა წარმოადგინა როგორც ქართული ხალხური მუსიკალური ნომრები, ასევე ნაციონალური ცეკვებიც.

ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლ „რუსთავს“ უწყების მიერ დაგეგმილ წინასაახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მსჯავრდებულებს კი ოჯახებთან მალე დაბრუნება უსურვა. „ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრ პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, ანსამბლმა რუსთავმა ნამდვილად შესანიშნავი ზეიმი მოაწყო. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ დროებით იმყოფება ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახლოვდება 2018 წელი, მათ მალე გათავისუფლებას და ოჯახებთან დაბრუნებას ვუსურვებ,“- განაცხადა მიხანაშვილმა.

ანსამბლ „რუსთავის“ მთავარმა ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ მსჯავრდებულებს წარმატება და მალე გათავისუფლება უსურვა. „ ყველა ახალგაზრდა, რომელსაც ვესაუბრე, ამბობს, რომ სამინისტრო, დაწესებულების ხელმძღვანელობა მათ კარგად ეპყრობა. ეს ბიჭები ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან. შეცდნენ და მოხვდნენ აქ. მინდა მათ მალე გათავისუფლება ვუსურვო,“-განაცხადა ფრიდონ სულაბერიძემ.

„რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის განცხადებით, ანსამბლის წევრებმა სიამოვნებით მიიღეს სამინისტროს მიწვევა კონცერტი გაემართათ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42