აზერბაიჯანელი ქართველი მამულიშვილები - მივიწყებული გმირები
კულტურა - 17:56, 29 Dec, 2017     1949
ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენი ქვეყნის სისხლიანი ისტორია გმირ ქართველებთან ერთად, ქართველი აზერბაიჯანელების სიცოცხლის ფასად დაიწერა.

აზერბაიჯანელები საქართველოს გვერდით იდგნენ ყოველთვის და ყველგან. უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ამის მაგალითად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომიც საკმარისია.

სწორედ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლ ქართველ აზერბაიჯანელებზე დაიწერა წიგნი „მამულიშვილნი“, რომლის ავტორი დავით მაისურაძეა და როგორც ის შესავალში აღნიშნავს, მისი გამოცემის მიზანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი აზერბაიჯანელების ხსოვნის უკვდავყოფაა.

ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე დღეს თითქმის არავის საუბრობს და სურს, რომ ამ წიგნის მეშვეობით გააცნოს საზოგადოებას ის ხალხი, ვინც თავის დროზე ომის ველზე გმირულად დაეცა.

ერთ-ერთი მებრძოლი, რომელზეც ავტორი მოგვითხრობს, მარნეულის რაიონის მკვიდრი, სოფელ ალგეთში მცხოვრები ანვარ უმბათოვია, რომელიც რუსთავის კომისარიატში აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, თავისი სურვილით გამოცხადდა.

„1993 წელს ზაფხულში ფრონტის ხაზზე შეუშვეს განსაკუთრებული მომზადების მქონე მედესანტეთა ჯგუფი, რომელიც გამოცდილი სნაიპერებით იყვნენ დაკომპლექტებული. 1993 წლის ივნისის დასაწყისში სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნებული ანვარ უმბათოვის ჯგუფი სწორედ ასეთი სნაიპერის სამიზნეში მოხვდა. ამ ფაქტმა ჯგუფს გადაადგილების საშუალება არ მისცა. ჯგუფის ალყაში მოქცევის საშიშროება, რომ აეცილებინათ თავიდან, ანვარმა სნაიპერის ადგილსამყოფელი დააფიქსირა და ზუსტი სროლით გააუვნებელყო. თავად კი, რომელსაც დესანტი საკმაოდ დიდხანს უთვალთვალებდა, სწორედ ამ დესანტის მიერ ნასროლ ნაღმზე აფეთქდა. მისმა თანამებრძოლებმა მეთაური სიცოცხლის ფასად გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან, თუმცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო“, - მოგვითხრობს ავტორი.

სწორედ ასეთ რეალურ გმირებზეა ნაწარმოები აგებული და ავტორს სურს, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამედროვემ იცოდეს მათ შესახებ.

დღეს, საქართველოში ნაკლებად საუბრობენ ეროვნული უმცირესობების წამომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ქართველების გვერდიგვერდ იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას.

წიგნ „მამულიშვილნის“ ავტორი ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას მიმართავს, რუსთავში დაიდგას ანვარ უმბათოვის ძეგლი, ქუჩებს კი მარნეულსა და რუსთავში, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42