,,ამ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. მათ არაერთი თაობა ყავთ აღზრდილი, არაერთი შენობა და ხიდი აშენებული, არაერთი სიცოცხლე გადარჩენილი, ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენს ქალაქზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ პირადად მიგველოცა მათთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
დღესვე რუსთავის მერმა საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც გადასცა, მოგვიანებით კი, მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონს“, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან ერთად ესტუმრა და იქ მცხოვრებ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქრები წელს 3000-ზე მეტმა რუსთაველმა უკვე მიიღო მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრებისა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა, დღის ცენტრების, მოხუცთა სახლ „ქსენონისა“ და უფასო სასადილოების ბენეფიციარებმა, ვეტერანებმა, სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა ოჯახებმა. საახალწლო ღონისძიებები რუსთავში დღეს 16:00 საათიდან დაიწყო. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“, სადღესასწაულო ღონისძიებები ახლაც მიმდინარეობს. საახალწლო გალა-კონცერტი კი, 31 დეკემბერს 21 საათიდან დაიწყება და 23.00.სთ-ზე ფოიერვერკით დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები






