"ვცოცხლობ იმისთვის, რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავს მოვუარო" - 79 წლის ქალი გაუსაძლის პირობებში მარტო ცხოვრობს
საზოგადოება - 18:06, 29 Dec, 2017     2702
79 წლის ნარი თორიას ცხოვრება ტრაგიკული მომენტებით იყო აღსავსე. უბედურება ერთი მეორეზე მიყოლებით იჩენდა თავს და საბოლოოდ, ეს ხანშიშესული ქალი მარტოდმარტო დატოვა ოთხ კედელს შორის…

ყველაფერი დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის საშინელ 90–იან წლებში, როდესაც მას მოუხდა მშობლიური აფხაზეთის დატოვება და საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. ნარი და მისი ოჯახი ზუგდიდის ქაღალდის კომბინატის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც მათ დევნილობის არაერთი უმძიმესი წელი გაატარეს.

აფხაზეთის იძულებით დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა ნარის მეუღლე, ხოლო 3 წლის წინ ონკოლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა ერთადერთი ქალიშვილი. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ისე წავიდა ცხოვრებიდან, რომ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა.

ხანშიშესული ქალი დარჩა მარტო. ”ჩემი ცხოვრება არის კოშმარი, მაგრამ ვცოცხლობ მხოლოდ იმისთვის, რომ ქალიშვილის საფლავს მოვუარო და სანთელი დავუნთო. ერთი ფეხი სამარეში მაქვს და ერთადერთი შვება ჩემთვის – ქალიშვილის ფოტოა. დავჯდები მის წინ და ვესაუბრები როგორც ცოცხალ ადამიანს ისე”, – ამბობს ნარი თორია. .

79 წლის ქალი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში – ერთ ციცქნა ნესტიან ოთახში, რომელსაც იგი ვერ ათბობს გამათბობლის უქონლობის გამო და იძულებულია აიტანოს საშინელი სიცივე. წარმოიდგინეთ, რა რთულია ეს მის ასაკში?!

გაყინულ ოთახში ნახევრად მშიერმა ყოფამ ნარი თორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ შეარყია. მას აწუხებს მაღალი წნევა, ქრონიკული არითმია, რევმატიზმი, ბოლო დროს კი გულის ტკივილები დაეწყო და ეს, სამწუხაროდ, არცაა გასაკვირი იმ უბედურებების ფინზე, რაც მან გადაიტანა მის ცხოვრებაში.

პენსია და მიზერული შემწეობა მას ძლივს ჰყოფნის ელემენტარული საკვების და წამლების საყიდლად, ეს უკანასკნელი კი ამ ბოლო დროს, მოგეხსენებათ, ძალზე გაძვირდა. ნარის არა აქვს არც ელექტრო გამათბობლის შეძენის საშუალება, რომ არაფერი ვთქვათ მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის გადახდაზე.

იმისთვის, რომ სასაფლაოზე წასაღები სანთლები და საკმეველი იყიდოს, მას მუშაობა უწევს?! დიახ, მუშაობა! როდესაც ტკივილები ოდნავ მაინც მიყუჩდება, იგი მიეშურება უახლოეს პლანტაციაში და დაფნის ფოთოლს აგროვებს, რისთვისაც მას დღეში 5 ლარს უხდიან. მაგრამ “სამსახურში გასვლა” იშვიათი მოვლენაა, რადგან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საწოლიდან წამოდგომის საშუალებას.

ამ ქალბატონის სახეზე ცრემლები არ შრება. იგი სიცივესა და შიმშილში ატარებს ცხოვრების უკანასკნელ წლებს და იმისთვის, რომ თავი დააღწიოს მარტოობას, მიდის ქალიშვილის საფლავზე, მთელ დღეს იქ ატარებს და ქვითინებს ისე, როგორც ეს დედის გულს ჩვევია შვილის დაკარგვის შემთხვევაში.

მეგობრებო, თუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი დაეხმაროთ ამ გაუსაძლის ყოფაში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანის პროდუქტების, მედიკამენტებისა და გამათბობლის შეძენაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნარი თორია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

იყავით იმათ გვერდით, ვისი გადარჩენაც შეგიძლიათ. ამით თქვენ ღმერთს მიუახლოვდებით!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42