N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა
საზოგადოება - 14:47, 29 Dec, 2017     2630
ავტობუსის ახალ, N54 მარშრუტზე ავტობუსები პირველ რეისს 31 დეკემბრის დილიდან შეასრულებენ. N54 ყოფილი N13-ის მარშრუტს იმეორებს და მის დანიშვნას დიდი დიღმის მოსახლეობა თბილისის მერიისგან რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.

N13 მარშრუტი 2009 წელს გაუქმდა და მას შემდეგ დიდი დიღმიდან საბურთალოს გავლით, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ავტობუსები აღარ მოძრაობდა.

დედაქალაქის მთავრობამ ავტობუსების ახალი - N54 მარშუტის დანიშვნის გადაწყვეტილება 13 დეკემბერს მიიღო. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან - ახალი ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს გაივლის და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. გელოვანის გამზირიდან იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ N54 მარშრუტი ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს, რადგან მარშალ გელოვანის გამზირზე მომლოდინე მგზავრებსაც მოემსახურება.

პირველ ეტაპზე, N54-ზე 78 მგზავრის ტევადობის ექვსი ერთეული დიდი ყვითელი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს, რომელთა რიცხვიც იანვრის მეორე ნახევრიდან შვიდამდე გაიზრდება.

31 დეკემბრის დილიდან დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის სფეროში შეტანილი კიდევ ორი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, N39 ავტობუსის მარშრუტი დაგრძელდა და იგი ამიერიდან ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისთან“ არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება დაწესდება. შემდგომ ეტაპზე, გაჩერებაზე გათვალისწინებულია მოსაცდელის მონტაჟი.

ცვლილება შეეხება N41 ავტობუსის მარშრუტსაც, რომელიც მეტროსადგურ „ისნიდან“ სოფელ წინუბნამდე მოძრაობდა. იგი 31 იანვრიდან იალნოს ქუჩასაც მოემსახურება.

დედაქალაქის მთავრობა შიდა რეზერვების მოსაძიებლად მუშაობს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის კუთხით ყველაზე რთულ მარშრუტებზე ავტობუსების დამატებები კვლავ გაგრძელდეს. ამავდროულად, თბილისის მერია უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ავტობუსების პარკის სრულ განახლებასა და გაზრდას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42