„მომვარდნენ, იატაკზე დამაწვინეს და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის და სპეცოპერაციის დეტალებზე
საზოგადოება - 13:23, 29 Dec, 2017     2439
პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დგომარეობა მძიმეა.

ახალგაზრდის ოჯახის წევრები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასა და გამოძიების არასწორ მიმდინარეობაზე საუბრობენ.

როგორც დაჭრილის და, ნატა მაჩალიკაშვილი „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, ისინი სიმართლის დასამტკიცებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეეცდებიან.

ოჯახი ირწმუნება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კრიმინალსა და იარაღთან კავშირი არ ჰქონია და ამის მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს.

რაც შეხება ახმედ ჩატაევთან კავშირს, ბრალდებულის ოჯახი ინფორმაციას კატეგოროილად უარყოფს.

„მთავარ ექიმს სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, მდგომარეობა მძიმეა. არაფერი შეცვლილა. ჩემი ძმა სუფთაა, ამიტომ ველოდებით გამოჯანმრთელებას და აუცილებლად ვიბრძოლებთ სიმართლის დასამტკიცევლად. თემირლანს ჩატაევთან კავშირი არ ჰქონია,“- განაცხადა დაჭრილის დამ.

ნატა მაჩალიკაშვილს უჭირს, თქვას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათ სახლში სპეცოპერაციისჩატარება.

„გაირკვა, რომ არავს არაფერი შეშლია, თუმცა ვერ გეტყვით, რატომ დასჭირდათ ამის გაკეთება. იარაღი არ აღმოუჩენიათ, არაფერი წაუღიათ“- თქვა ნატა მაჩალიკაშვილმა.

ბრალდებულის და მისი ძმისგან წინააღმდეგობის გაწევას გამორიცხავს. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი იმ სახლს არ ააფეთქებდა, სადაც მსის ოჯახის წევრები იყვნენ.

„დაზუსტებით ვიცით, დამტკიცდა, რომ სპეცრაზმის შემოვარდნისას ჩემს ძმას ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია. ტელეფონი ეკავა და ნათესავს ესაუბრებოდა. ჩემი ძმა არავის აფეთქებას აპირებდა. იმედია, სამაგალითოდ დასჯიან, მას, ვინც ჩემ ძმას პრდაპირ ესროლა“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ნატა მაჩალიკაშვილი იხსენებს, რომ სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო.

„როგორც კი გამოვაღე ჩემი ოთახის კარი, მომვარდნენ, იატაკზე დამაწვინეს და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. ჩემი ძმის დაჭრის ამბავი სპეცრაზმელისგან გავიგე - დაჭრილია და სასწრაფო გამოუშვითო.

მთელი ღამის განვალობაში ჩხრეკდნენ სახლს და ვერაფერი იპოვეს, ვერც იპოვიდნენ, რადგან ჩვენს ოჯახს ტერორისტებთან კავშირი არ აქვს“- განაცხადა ბრალდებულის ოჯახის წევრმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის თქმით კი, სპეცრაზმელის გასამართლებას ითხოვს.

“რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილი.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42