„ამ ორს მთელი კლასი ჰყავს ტერორში... მშობლებმა იციან სიმართლე!“ - 118-ე სკოლის ნაცემ მოსწავლეს გამოკვლევა უტარდება
საზოგადოება - 12:18, 29 Dec, 2017     13857
118-ე სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ბავშვის დედა, მარიტა ქუფარაშვილი წერს, რომ მის ჩანთამოკიდებულ შვილს, კლასში შესვლისთანავე ორი თანატოლი ზურგიდან მიეპარა, იატაკზე დააგდო და წიხლებით თავში სცემა.

„გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრო-მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას თავზე, იმედია, უფალი დაგვიფარავს და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. იმის წარმოდგენა, რომ ჩემს შვილს დაცემულს წიხლებს ურტყამენ, სულს მიშფოთებს და მამწარებს. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ არანაირ ყურადღებას არ იჩენენ მოძალადე ბავშვების მშობლები. ეს ადასტურებს იმას, რომ არასწორი მიდგომა აქვთ შემუშავებული ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. თავზე ხელის გადასმით პრობლემა არ მოგვარდება, ის დამძიმდება და უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებს მას, მშობელმა აღნიშნა, რომ ზღაპრებს ვყვები და ცილს ვწამებ მის შვილს, დამნაშავეს ხელს აფარებს და იმასაც ვერ აცნობიერებს, რა საფრთხე შეიძლება, მოუტანოს საზოგადოებას მომავალში ამ მოძალადე ბავშვებმა, მეორე მშობელს საერთოდ ხმა ვერ მივაწვდინე და ასე მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას...გუშინ შემთხვევით შემხვდა ჩემი შვილის კლასელი მშობელთან ერთად. ბავშვმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი ისე, როგორც საბა ჰყვება, ეს ბევრმა ბავშვმა დაადასტურა, ანგარიშწორებას ყოველდღიურად ჰქონდა ადგილი მანამ, სანამ ესეთი შემთხვევა არ მოხდა, რადგან დედებს არაფერი არ უნდა ცოდნოდათ, მე მიმყავდა და მომყავდა სკოლიდან საბა, მაგრამ მთავარი დანაშაული სკოლაში ხდებოდა, ამ ორს მთელი კლასი ჰყავთ ტერორში და ბავშვებს ეშინიათ მათი. მშობლებმა იციან სიმართლე, ის, რაც იმ დღეს მთელი კლასის წინაშე მოხდა, მისვლისთანავე უამბეს ბავშვებმა მშობლებს, ძნელია დამალო ემოცია, როცა წარმოიდგენ როგორ უმოწყალოდ ურტყამენ შენს შვილს თავში წიხლებს, ყველა დაისჯება, ვისაც კი ბრალი მიუძღვის ჩემი შვილის საბა კანტიძის ჯანმრთელობის, ფსიქიკის და თავმოყვარეომის შელახვისთვის, უფლის დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, ამ შემთხვევაშიც კი მე მივმართავ, განათლების სამინისტროს და სამართალ დამცავ ორგანოებს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი, მე ამას გავაკეთებ სამართლიანობის სახელით... მშობლებო, გაიღვიძეთ. მსგავსი პრობლემები თქვენს შვილებსაც შესაძლოა შეემთხვეთ, უფალმა უწყის, საით მივექანებით... მშვიდობიან დღეს გისურვებთ..."- წერს მოზარდის დედა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42