„სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც მესვრის ნებისმიერი ტელევიზია,“ - ვასილ მაღლაფერიძე რატიანის ვიდეოზე პასუხისმგებლობას იღებს
საზოგადოება - 12:21, 29 Dec, 2017     1886

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა, დაახლოებით, ერთი საათია მიმდინარეობს. ბორდის წევრები ერთ-ერთ საკითხად პოეტ ზვიად რატიანის საქმეს, კონკრეტულად, იმ ვიდეომასალას განიხილავენ, სადაც რატიანი დაკავების პროცესია ასახული და რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა. საბჭომ განცხადება გააკეთა და მიიჩნია, რომ ის კონტექსტი, როგორც გაშუქდა რატიანი საქმე, სტანდარტის დარღვევაა.

სამეურვეო საბჭო თვლის, რომ არხმა ვიდეომასალის გაშუქებით დაარღვია ადამიანის უფლებები და ეს არი იყო ობიექტური და სამართლიანი გაშუქება. ბორდის წევრების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არხმა მსგავსი გაშუქებით ხელი შეუწყო გარკვეულწილად ძალადობის პროვოცირებასა და ზვიად რატიანის უსაფრთხოებას.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ. მისი თქმით, თავადაც უკმაყოფილოა მოვლენების მსგავსი განვითარებით:

„ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე, ამავე დროს, მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ, ეს არ არის დადებითი, თუმცა ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ნებისმიერი ტელევიზია. „პირველი არხიც“ მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი და ის, რაზე არის ატეხილი ერთი ამბავი, გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა. პირველი არხი ადებდა იმ ცნობილ გამონათქვამებს სიგნალს, აქ არის არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე, მათ შორის ჩვენზე ადრე. ის, რომ ჩვენ ჯერჯერობით დაბალი ყურებადობა გვაქვს და კოლექტიურად გადაიფარა და გავრცელდა, რომ პირველმა არხმა ეს გაავრცელა და დაატირაჟირა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42