„არქიტექტორთა მაფია“ თბილისის წინააღმდეგ
საზოგადოება - 13:52, 28 Dec, 2017     7369

დღესდღეობით, თბილისის ურბანული განვითარების მომავალთან დაკავშირებით დაისმის მთავარი შეკითხვა - მიიღებს თუ არა ქალაქის მერი, კახა კალაძე, მისი წინამორბედის, ბ-ნი დავით ნარმანიას, მიერ ინიცირებულ „თბილისის მიწათსარგებლობის განახლების გენერალური გეგმას“ (მგგ).

მგგ-ის წარმოდგენილი სახით დაუყონებლივ მიღების მომხრეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დოკუმენტის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისში გაგრძელდება ურბანული გენოციდი და რომ ძველი მერის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვების (6 მილიონი კვადრატული მეტრი) საფუძველზე, ისევ ქაოტური და უსისტემო მშენებლობები წალეკავს ქალაქს. თუმცა, არავინ ამბობს იმას, რომ ახალი მგგ-ს მიღებამდე თბილისში მოქმედებს მორატორიუმი სამშენებლო ნებართვებსა და მშენებლობებზე, შესაბამისად, მსგავსი საფრთხე არ არსებობს.

სამაგიეროდ მგგ-ს მომხრეებს არც იმ კონკურსის უცნაურ პერიპეტიებზე უნდათ საუბარი, რომელის საფუძველზეც „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ გახდა 2,8 მილიონიანი კონტრაქტის მფლობელი; არ საუბრობენ სამუშაოების ჩაბარების უხეშად დარღვეულ ვადებსა და, უამრავ კრიტიკულ შენიშვნებზე, რომლებიც სახლმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ იქნა გამოთქმული; არც წარდგენილი დოკუმენტის არაკვალიფიციურობის გამო 6-ჯერ დაჯარიმებასა ( 300 ათას ლარამდე) და იმ მიზეზებზე, რაც წარმოაჩენს, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის ფიქცია და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების - ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს - ძველი ეკონომიკური ინტერესების გატარებას ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიაში ვერ გავიხსენებთ ვერცერთ საკითხს, რომელშიც მათ მძაფრი დაპირისპირება არ ჰქონოდეთ და საერთო პოზიცია დაეფიქსირებინოთ.

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი მერის ბ-ნი ნარმანიას მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“ და ამ უკანასკნელთან აფილირებული პიროვნებები მხურვალედ უჭერენ მხარს -ეს არის „თბილისის მიწათსარგებლობის განახლების გენერალური გეგმა.“

თუ მგგ-ს უახლოესი 10-15 წლის ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ არც ამ უცნაური პოლიტიკური „სიყვარულის“ მიზეზის ამოხსნა გახდება ძნელი.
ეს ისტორია 1988 წელს, „თბილისის ურბანული განვითარების კონცეფციაზე“ კონკურსით დაიწყო, რომელსაც 2000 წლამდე უნდა ემოქმედა, თუმცა, მან ფაქტობრივად 2009 წლამდე იმოქმედა.

ქალაქ თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღო „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“. ამ დროისათვის უკვე მოქმედებდა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, (მიღებული 2005 წლის 2 ივნისს ), რომელშიც არ იყო „პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ ცნება. ეს ცნება მოცემული არ იყო საქართველოს კანონში - „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ (მიღებული 1998 წლის 20 თებერვალს), ვიდრე არ მოხდა ამ კანონის ინკორპორირება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მიღებული 2014 წლის 5 თებერვალს). ამ ფორმალური მიზეზით, დაჩქარდა ახალი „გენერალური გეგმის მიღება“ და 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დღეს მოქმედი- „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“.

ამ გეგმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს უკვე ხუთ თვეში და 2015 წლის 21 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის „ მიერ გაკეთდა საკონკურსო განცხადება: „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვა“.
როგორც ქრონოლოგია გვიჩვენებს, რეალური დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლებოდა, მიიღეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და შესაბამისად მასში ასახული იყო მაშინდელი მმართველი ელიტის ეკონომიკური ინტერესები.
ბ-ნ ნარმანიას დაკვეთით იმ ძველი გენგეგმის განახლებული ვერსია უნდა გამხდარიყო დღევანდელი მგგ. თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის მთლიანად იზიარებს იმ ძირითად მიდგომებს, რაც ძველი გენგეგმით იყო გათვალისწინებული. მგგ-ს ავტორებმა მოახდინეს ძველი ვერსიის ელემენტარული განახლება, დაახვავეს სხვადასხვა წყაროებიდან და ინსტანციებიდან აღებული სტატისტიკური და ანალიტიკური მასალები, ძველი, ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის დროინდელი რუქები, ვორკ-შოპებზე მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტები და შემდეგ დააბრალეს მათ თანაავტორობა და ასე მარტივად წარმოგვიდგინეს განახლებული გენგეგმა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ამ პერიოდში მერიის საქალაქო სამსახურებთან აქტიურად მოთანამშრომლე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ბ-ნი ნარმანიას და მისი მეგობრების ენჯეოებიც ფიგურირებდნენ წამყვან პოზიციებზე და იმასაც, რომ გენგეგმაზე მომუშავე ძირითად ბირთვში ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ 1988 წლიდან არიან ამ პროცესში ჩართულები, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება და მოზაიკაც დასრულებულ სახეს იღებს.

სახეზე გვაქვს დოკუმენტი რომელშიც ჩადებულია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და ე.წ. „არქიტექტორული მაფიის“ პირადი ინტერესები და ამ ინტერესების გამტარი, ნებსით თუ უნებლიედ, უნდა გამხდარიყო ბ-ნი ნარმანია, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, სასწრაფოდ მიეღო ეს დოკუმენტი, რათა ქაღალდზე მაინც შეესრულებინა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება.

თუმცა, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების, მძაფრი და არგუმენტირებული კრიტიკის შემდეგ, მან აშკარად ვერ გარისკა ამ არაფრისმთქმელი და კერძო ეკონომიკური ინტერესებით დახუნძლული დოკუმენტის მიღება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მგგ-ს სექტემბრის თვეში დაანონსებული მიღების წინ, ნარმანიამ აგვისტოში დაუკვეთა ექსპერტიზა ფრანგ სპეციალისტებს და მათი უკიდურესად უარყოფითი შეფასებით ზურგგამაგრებულმა, მიმართა დროის გაყვანის ტაქტიკას, რათა მისი მმართველობის პერიოდში არ მომხდარიყო ამ დოკუმენტის დამტკიცება.

როგორც იტყვიან, ნარმანიამ „ხელები დაიბანა“ და პოლიტიკური თავის ტკივილი, სახელად „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ახალ მერს გადაულოცა.

თუმცა, ამ სიტუაციაში მერიის არქიტექტურის სამსახურმა მისასალმებელი პრინციპულობა გამოიჩინა და როგორც სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ხარვეზებიდან გამომდინარე შეიძლება წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ დამტკიცდეს და შეწყდეს კონტრაქტორთან ხელშეკრულება.

ამ სიტუაციაში ბუნებრივია გააქტიურდება მგგ-ს უკან მდგომი ჯგუფიც და მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს საშუალებები კი მათ ჯერ კიდევ საკმაოზე მეტი აქვთ. ამ კონტექსტში უკვე გააქტიურდნენ ნაციონალურ მოძრაობის და ევროპულ საქართველოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები; ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოსა და პარლამენტში. დიდი ალბათობით, დაგეგმილია და უკვე დაწყებულიცაა ე.წ. დამოუკიდებელი პოლიტიკური თუ სამოქალაქო „მოღვაწეების“ საჯარო აქტიურობა ამ თემაზე და სხვა „ღონისძიებები“.

გამოსავალი ამ სიტუაციაში ერთადერთია. უნდა დასრულდეს დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესების შემლახავი პროცესი და არქიტექტურის სამსახურმა არ გადაუხვიოს თავის პრინციპულ პოზიციას. არ შეიძლება არ არსებული დოკუმენტის დამტკიცება და ამაზე, დიდი ალბათობით, საზოგადოებაშიც უკვე მიღწეულია კონსენსუსი.

ამავდროულად, სასწრაფო წესით განსახორციელებელია არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაცია და ქალაქის ურბანულ განვითარებაზე პასუხისმგებელი ახალი ინსტიტუციის- ე.წ. არქიტექტურის და ურბანული განვითარების სააგენტოს შექმნა, რომლის კომპეტენციაც იქნება შემდგომში ქ. თბილისის გეგმაზომიერი განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტების და გადაწყვეტილებების მომზადება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და კახა კალაძის წინასარჩევნო დაპირება, რომ თბილისს ექნება რეალური გენგეგმა, არ დარჩება ფუჭ დაპირებად.

ჯუმბერ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42