დეკანოზი დავით ისაკაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშრებულ მსჯელობაში სასულიერო პირებიც ჩართოს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაკაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობის გამართვის პოზიცია პატრიარქს ეკუთვნის.
"ჩვენ სასულიერო პირები ვართ, თითოეული ნარკომომხმარებელი არის ჩვენი პოტენციური სულიერი შვილი, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ მათი დაჭერის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მაგრამ საჭიროა საუბარი ოდენობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, არანაირი ოდენობა არ შეიძლება იყოს მისაღები, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანს, ამ სენისგან გათავისუფლდეს. მე მინდა პატრიარქის პოზიცია მოგახსენოთ, რომ უნდა შედგეს მსჯელობა. ნუ გახდებით ასეთი დიდი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტის ორგანო, ჩვენც მოგვეცით განხილვის საშუალება", - მიმართა ისაკაძემ დეპუტატებს.
მასალის გამოყენების პირობები






