პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. მოსახლეობა ხელისუფლებას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უადნაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს,“ - განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა.
განცხადების ავტორები მოითხოვენ კითხვაზე პასუხს - თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს.
„თუ შევნიშნავთ, რომ არ მიმდინარეობს ობიექტურად გამოძიება, გამოვნახავთ ღონისძიებას, თუ რა როგორ წარიმართოს,“- აღნიშნა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






