დავით პაპოშვილის მიერ ქართულად ნათარგმნი წიგნი „ილუმინატური საგვარეულოები“ უკვე გამოიცა
საზოგადოება - 11:13, 27 Dec, 2017     3646

ცნობილი ამერიკელი მწერლის, მკვლევარისა და თეორიტიკოს ფრიც სფრინგმაიერის ბესტსელერი „ილუმინატური საგვარეულოები“ (“Bloodlines of the Illuminati”), დავით პაპოშვილის ქართული თარგმანით, უკვე გამოიცა. აღმოსავლეთმცოდნე (ებრაისტი) დავით პაპოშვილი დღესდღეობით მსოფლიოში პოპულარულ ჟანრში ალტერნატიული ისტორიის მიმართულებით მუშაობს.

ისტორიული, გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემებით გაჯერებული წიგნი - „ილუმინატური საგვარეულოები“ მკითხველს მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს შესახებ, ასევე შეერთებული შტატებისა და ზოგადად მსოფლიოს მმართველთა განვლილ ცხოვრებაზე მოუთხრობს.

ავტორი მკითხველს ილუმინატურ საგვარეულოებს აქამდე უცნობი ფაქტებით გააცნობს, რომლებიც ფართო განხილვისა და მსჯელობის საგნად არასდროს ქცეულა. მასში ყოფილი ზემდგომი ილუმინატების, სატანისტების, ხელდასხმული მასონების, ცნობილი მწერლების, მკვლევარების, ისტორიკოსების, თვითმხილველების, დამოუკიდებელი წყაროების მოწოდებული ინსაიდერული ინფორმაცია და ავტორის მიერ სამი ათეული წლის მანძილზე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული უზარმაზარი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. წიგნში მოთხრობილია საიდუმლო საზოგადოებების წარმოშობის ისტორია, მათი როლი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ილუმინატის ბავარიული განშტოებების დაარსება და მისი გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ასევე მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს – ასტორის, ბანდის, კოლინზის, დიუპონის, ფრიმენის, კენედის, ლის, ონასისის, როკფელერის, როტშილდის, რასელის, მეროვინგებისა და ვან დეინის რეალური ისტორია.

„ილუმინატურ საგვარეულოებში“ ასევე საუბარია სხვადასხვა ეპოქაში მოქმედ საიდუმლო საძმოებზე, საერთაშორისო ფონდებზე, გავლენიან კორპორაციებზე, კომპანიებზე, მსოფლიოს მართვის სადავეებთან მდგომ სხვა ძლევამოსილ დინასტიებზე, უნივერსიტეტებზე, ინსტიტუტებზე, კოლეჯებზე, ანალიტიკურ ცენტრებზე, აქტორებზე.

მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს აშშ-ის პრეზიდენტების: ჯეიმს ა. გარფილდის, აბრაამ ლინკოლნის, უილიამ მაკ-კინლის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის, მონაკოს პრინცესა გრეის პატრიცია კელის, ამერიკელი მილიარდერი ჰოვარდ ჰიუზისა, ილუმინატი დორის დუკი და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელობის, ასევე ორი მსოფლიო ომის დაწყების რეალურ მიზეზებს, ისტორიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, იეჰოვას მოწმეებისა და მორმონების ეკლესიის დამაარსებლების შესახებ.

წინამდებარე წიგნი, რომელიც ილუმინატებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციია მოთხრობილი, იაპონიაში გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

„ილუმინატური საგვარეულოების“ ქართულენოვანი ვერსია ორ ტომად უკვე გამოიცა. წიგნის ყიდვა ლიტერატურულ მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

აღნიშნულ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე – „ილუმინატური საგვარეულოები“.

https://www.facebook.com/DavidPaposhvili.This.Page.Expose.The.Illuminati/?fref=ts





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42