„საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა“ - გიორგი კვირიკაშვილი პირად ცხოვრებაზე
საზოგადოება - 13:34, 27 Dec, 2017     32756

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალ "OK“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროსა და ოჯახის შექმნის ისტორიას იხსენებს:

„დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია მაჩაბელი. ნამდვილად სამართლიანი გამოცდა იყო. დავწერე, ხუთიანი მივიღე და ჩავირიცხე. ეს დიდი ამბავი იყო. 6 კურსი ვისწავლე, მერე ერთი წელი ინტერნატურაში, თანაც 2 წელი ჯარში გავატარე და 9 წელი გამომივიდა სამედიცინო ინსტიტუტში. მაგრამ იმ დროს უკვე საბაზრო ეკონომიკა შემოდიოდა, ამ მხრივ უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა და მივხვდი, რომ ეკონომიკა უფრო მაინტერესებდა, მაგრამ დედაჩემის თხოვნას ანგარიში გავუწიე და მაინც დავამთავრე სამედიცინო. პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაქულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. დავდიოდი კიროვის პარკში და საბაზრო ეკონომიკის წიგნებს ვყიდულობდი. მაშინ შემოვიდა პოლ სამუელსონის „ეკონომიკა“, ფილიპ კოტლერის „მარკეტინგი“, „ფულის თეორია“, „ეკონომიკური აზროვნების წესი“. ეს ლიტერატურა ჩვენთვის სულ ახალი რამ იყო და ამას დიდი ინტერესეით ვკითხულობდი. სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე, მაკა ცინცაძე, რომელიც ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი. როცა იყო უშუქობა, სიცივე, სროლა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით სამი შვილით, პირველ სართულზე. საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა. მძიმე დრო იყო, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ ყველაფერს უძლებ. გამოცდილებით კი არა, გუმანით ხვდები რა და როგორ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, ე.წ. გაქვს იმედი“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

წყარო: www.okmagazine.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42