"თქეშში რამდენიმე გაჩერება გიჟივით გავირბინე, სად მივრბოდი, რა მინდოდა?“ - გიორგი კვირიკაშვილი
საზოგადოება - 13:12, 27 Dec, 2017     19361

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად ცხოვრებაზე, მის ბავშვობასა და სწავლაზე არც თუ ისე ხშირად თქმულა საჯაროდ რაიმე. პრემიერმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ „OK“-ს მისცა, სადაც იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის ეტაპს იხსენებს:

„20 წლის წინ, ჩვენგან ძალიან იშვიათად თუ მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად, მით უმეტეს, ამერიკაში. ამერიკის მთავრობამ დამაფინანსა, ედმუნდ მასკის პროგრამით ვიყავი წასული. მახსოვს პირველი დღე. ქართველი, ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ვარ ამაყი, ბედნიერი. პირველი ლექციისთვის საგულდაგულოდ მოვემზადე, ჩავიცვი კოსტიუმი, პერანგი, გავიკეთე ჰალსტუხი. ასე წავედი ლექციაზე. გზად, აუდიტორიის ძებნაში, ლექტორი შემხვდა, ვკითხე, სად იყო აუდიტორია? ამხედა-დამხედა და სათვალის ზემოდან მეკითხება“ თქვენ პროფესორი ხართ? მაშინ მივხვდი, რომ არათუ სტუდენტისთვის, ლექტორისთვისაც ზედმეტად ოფიციალურად მეცვა.

პირველად ძალიან მეუცხოვა გარემო, ხალხი, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ვფიქრობდი, ვაითუ, ვერ დავამტავრო, საქართველოში უნდა დავბრუნდე და... საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი მქონდა. ერთხელაც, მიკროეკონომიკის ლექცია იყო, გვასწავლიდა პოლონელი ემიგრანტი, მოხუცი პროფესორი, ძალიან გამოცდილი. მოკლედ, 6 თუ 7 დაფა გაავსო ფორმულებით. მათემატიკა კარგად ვიცოდი და ჩუმად ვადევნებდი თვალს ამ ფორმულებს, მეორე თუ მესამე დაფაზე მოუვიდა მექანიკური შეცდომა. უარყოფით მაჩვენებელს მინუსი არ დაუწერა წინ. გააგრძელა, გააგრძელა და ბოლოში მიიღო დიდი აბსურდი.

შემოგვიტრიალდა შემცბარი, იფიქრა, ვინმე მიშველისო. ყველა ზის გატრუნული. ვუთხარი, აი, მეორე დაფაზე აბსოლუტური მაჩვენებლის ნიშანი რომ მოაშორეთ, მინუსი უნდა დაგეწერათ-მეტქი. კურსელებმა შემომხედეს, ეს ვინ არისო, რომელი ქვეყნიდან არისო? მაშინ მთელმა კურსმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი. რომ გამოვდიოდი, ლამის საპატიო დერეფანივით მოაწყვეს და ხელს მართმევდბნენ. მეც გავთავისუფლდი... ორი თვის თავზე, როცა პირველი სემესტრი დავამთავრეთ, კარგი ნიშნები მივიღე, ბარიერი გადავლახე და ტვირთი მომეხსნა. ნიშანი გააფორმეს და გახარებული გამოვვარდი. გარეთ კი კოკისპირული წვიმა დამხვდა. იმ რეგიონში ასეთი უეცარი კლიმატური ცვლილება იცის. აღტაცებულმა ამ თქეშში რამდენიმე გაჩერება გიჟივით გავირბინე. სად მივრბოდი, რა მინდოდა? .. მერაღა გავჩერდი, ავტობუსში ჩავჯექი და წავედი სახლში ბედნიერი“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

წყარო: www.okmagazine.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42