საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. ნინო ლომჯარიას თქმით, ამ საკითხზე მტავარი კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებით არსებობს:
„ყველა იმ საქმეზე, რაზეც აპარატში მიმდინარეობდა მუშაობა, მათ შორის რეზონანსული საქმეები, რაზეც მედიის და საზოგადოების ინტერესი არსებობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ნამდვილად პრობლემატური საქმე. მთავარი კითხვები ამ საქმეზე არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირის გაუჩინარება და შემდეგ საზღვრის კვეთა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებსა თუ განცხადებებში“, - განაცხდა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






